понедельник, 24 марта 2014 г.

ტრენინგის მეცხრ დღე

ტრენინგის ბოლო დღე. გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე რა გავაკეთეთ, ავტვირთე ჩემი პორტფოლიო ჩემ ბლოგზე. მოვაწყეთ პრეზენტაციები ჩვენი ბლოგების შესახებ, გავუკეთეთ კომენტარები, შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, სამახსოვროდ გადავიღეთ სურათები.
მოხარული ვარ, რომ გავიცანი ჩემი კოლეგები, რომლებთანაც ვითანამშრომლე და იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
და ბოლოს დიდი მადლობა ჩვენ საუკეთესო ტრენერს, ქალბატონ მანანა კვინიკაძეს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის!

понедельник, 17 марта 2014 г.

მეშვიდე დღე

დღეს დატვირთული დღე გვქონდა. გავიხსნეთ რა გავაკეთეთ ტრენინგის დასაწყისში. გავეცანით მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმას და  მეტრული გაზომვის პრეზენტაციას,  შევქმენით მოსწავლეთა დახმარებისთვის პრეზენტაციის შაბლონი, გავეცანით გარდნერის თეორიას, რაც ძალიან დამეხმარა და დამეხმარება მოსწავლეთა გაცნობისთვის და მათი შეფასებისთვის. ბოლოს ისევ ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები. ვფიქრობ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ინტელის პროექტი.

ტრენინგის მეექვსე დღე

გავეცანით პროექტების შეფასების გეგმებს, ჩამოვტვირთეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილი და შეფასების გეგმის ჩეკლისტი და გავეცანით თითოეულ მათგანს, გავეცანით სასწავლო პროექტის გემის შეფასების კრიტერიუმებს და შევადგინე ბროშურის შეფასების რუბრიკა

четверг, 6 марта 2014 г.

გაზაფხული



ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს მიმოვიხილეთ მოსწავლეთა შეფასებები, გავეცანით საავტორო უფლებებს, როგორ ხდება საავტორო უფლებების დაცვა,  შევქმენით  მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, ვისწავლეთ მაილიდან გუგლდრაივზე გადატანა და ბლოგზე სლაიდშოუს ადვირთვა და ბოლოს ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები.