понедельник, 24 марта 2014 г.

ტრენინგის მეცხრ დღე

ტრენინგის ბოლო დღე. გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე რა გავაკეთეთ, ავტვირთე ჩემი პორტფოლიო ჩემ ბლოგზე. მოვაწყეთ პრეზენტაციები ჩვენი ბლოგების შესახებ, გავუკეთეთ კომენტარები, შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, სამახსოვროდ გადავიღეთ სურათები.
მოხარული ვარ, რომ გავიცანი ჩემი კოლეგები, რომლებთანაც ვითანამშრომლე და იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
და ბოლოს დიდი მადლობა ჩვენ საუკეთესო ტრენერს, ქალბატონ მანანა კვინიკაძეს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის!

понедельник, 17 марта 2014 г.

მეშვიდე დღე

დღეს დატვირთული დღე გვქონდა. გავიხსნეთ რა გავაკეთეთ ტრენინგის დასაწყისში. გავეცანით მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმას და  მეტრული გაზომვის პრეზენტაციას,  შევქმენით მოსწავლეთა დახმარებისთვის პრეზენტაციის შაბლონი, გავეცანით გარდნერის თეორიას, რაც ძალიან დამეხმარა და დამეხმარება მოსწავლეთა გაცნობისთვის და მათი შეფასებისთვის. ბოლოს ისევ ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები. ვფიქრობ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ინტელის პროექტი.

ტრენინგის მეექვსე დღე

გავეცანით პროექტების შეფასების გეგმებს, ჩამოვტვირთეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილი და შეფასების გეგმის ჩეკლისტი და გავეცანით თითოეულ მათგანს, გავეცანით სასწავლო პროექტის გემის შეფასების კრიტერიუმებს და შევადგინე ბროშურის შეფასების რუბრიკა

четверг, 6 марта 2014 г.

გაზაფხული



ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს მიმოვიხილეთ მოსწავლეთა შეფასებები, გავეცანით საავტორო უფლებებს, როგორ ხდება საავტორო უფლებების დაცვა,  შევქმენით  მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, ვისწავლეთ მაილიდან გუგლდრაივზე გადატანა და ბლოგზე სლაიდშოუს ადვირთვა და ბოლოს ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები.

четверг, 27 февраля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით მოსწავლეთა შეფასების მიზნებს:
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება;
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • პროგრესის მონიტორინგი;
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა;
  • განმსაზღვრელი შეფასება
           გავეცანით შეფასების  მოკლე მონახაზს, შეფასების გეგმას, შევქმენით დიაგრამა და ბოლოს დავასრულეთ პორტფოლიოს პრეზენტაციით.

ტრენინგის მესამე დღე

     დავადგინეთ პროექტის სტანდარტები. შერჩეული სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები. 
     განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მოსწავლეთა გააქტიურებისთვის მიმცემი საკვანძო კითხვები.
     გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიაზმნების კლასიფიცირებას,   პორტფოლიოს რუბრიკას.
      შევისწავლეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები და შესაბამისი ლექსიკა.

четверг, 20 февраля 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

      დღეს 20 თებერვალს, საინტერესოდ გავაგრძელეთ ტრენინგი.
      გავეცანით ერთმანეთის საპროექტო გეგმებს. განვიხილეთ, აზრები გავუზიარეთ ერთმანეთს.
      შევქმენით ჩვენს მიერ არჩეული საპროექტო გეგმის შაბლონი, გამოვიყენეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტენლოგოების ინდიკატორები და სტანდარტები.
      ინტერნეტში მოვიძიეთ სურათები ჩვენს საპროექტო გეგმის შესახებ და გადმოვიწერეთ და დავამზადეთ ბუკლეტები.
      შევქმენით მოსწავლეთა ბლოგი.


დავალება: ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, მოსწავლეებს გავაცნოთ ჩვენს მიერ არჩეული პროექტი და მათთან ერთად მოვიძიოთ მასალები.

понедельник, 17 февраля 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

1. შევქმენით ბლოგი
2. გავეცანით ვიუვერს
3. გავეცანით ინტელის რესურსებს
4. შევქმენით პორტფოლიო
5. გავეცანით პროექტების შაბლონებს
6. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
7. შევქმენით პორტფოლიოს სტრუქტურა
8. ფაილების შენახვა და გაგზავნა



I მოდულის მე-4 აქტივობამდე წავიკითხოთ, საპროექტო იდეა მოვიფიქროთ